LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქეთი მელუას შვილის ნათლობა თბილისში – „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, დედა ვყოფილიყავი და ეს სურვილი ამისრულდა…“

295
ქეთი მელუა

ქართველი მომღერალი ქეთი მელუა სამშობლოს რამდენიმე დღით სტუმრობდა.

მან  შვილის ალექსანდრეს მოსანათლად სიონის საკათედრო ტაძარსა და მამა გიორგი ზვიადაძეს მიმართა.

ალექსანდრე მუსიკოსმა თეონა ცირამუამ და ქეთი მელუას სხვა მეგობრებმა მონათლეს.

„ჩამოვედით ამ ზაფხულს და მისი მთავარი ფუნქცია იყო ჩვენი შვილის მონათვლა. ძალიან მიხარია დღევანდელი დღე, რადგან ჩემი შვილი სანდრო სიონში მოვნათლეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩემს შვილს ექნება ქართული ფესვები, ეცოდინება, რომ არის ქრისტიანი. ნათლიები არიან ჩემი უახლოესი მეგობრები და ჩემი ოჯახის წევრები. მიხარია, რომ ისინი ჩემი შვილის ნათლიები არიან. დიდი ხანი მინდოდა, რომ დედა ვყოფილიყავი და ეს სურვილი ორი წლის წინ ამისრულდა…“, აღნიშნა ქეთი მელუამ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ ინტერვიუში.

“ყველაფერი სიზმარს ჰგავს…ასეთი ძლიერი სიყვარული არასდროს მიგრძვნია” – ქეთი მელუა დედა გახდა

ფოტო: ქეთი მელუამ თავისი პატარა გამოაჩინა

ფოტო/ვიდეო: „ძალიან დიდი მადლობა, რომ შენი სანდროს ნათლიად ამირჩიე…” – თეონა ცირამუამ ქეთი მელუას შვილი მონათლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები