LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქეთი მელუა მენტალურ პრობლემებზე: „საავადმყოფოში აღმოვჩნდი… ძალიან სერიოზული პრობლემა მქონდა…“

503
ქეთი მელუა

ლელა მებურიშვილმა „იმედისთვის“ მომღერალ ქეთი მელუასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუ საკმაოდ გულწრფელი გამოვიდა. მომღერალმა მძიმე პერიოდზე ისაუბრა, რომელიც 2010 წელს ჰქონდა:

„ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური გზა. ვერ ვიტყვი ერთ რჩევას, ყველას რომ მოუხდება. რაც ყველაზე მეტად გამიჭირდა, იყო მენტალური ჯანმრთელობის კუთხით. ახლა ამაზე ყველა ვლაპარაკობთ, დეპრესია, პანიკური შეტევები ან შეიძლება, უფრო სერიოზული რამ მოხდეს. მეც მქონდა ასეთი სერიოზული პრობლემა, საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ძალიან კარგი ექიმები მყავდნენ. ოჯახი ძალიან დამეხმარა. დედა, მამა და ძმა დამიდგნენ გვერდით. ეს 2010 წელს მოხდა. არ უნდა შეგრცხვეს ლაპარაკი. არ არის აუცილებელი, ეს ახლობელი ადამიანი იყოს. ვინმეს უნდა მოუყვე“.

ფოტოები: „შთაბეჭდილებები.. სუფრა, თამადობა“ – ქეთი მელუა მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოში ისვენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები