ფოტოგრაფი რაუფ კარამანოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ერთ-ერთ ქორწილში აქვს გადაღებული. პატარძალმა მოასწრო და ჯვრისწერიდან ონლაინგამოცდა ჩააბარა ბიზნესკომუნიკაციებში. როგორც გოგონა ამბობს, მას სწორედ ქორწილის დღეს დაუნიშნეს გამოცდა და არც ქორწილის გადადება მოინდომა და არც გამოცდის გადაბარება.