დღეს გლდანში მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიება და შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც “ქართულმა ოცნებამ” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი წარადგენა.
დამსწრე საზოგადოებას პარტიის ლიდერებმა მიმართეს.
ღონისძიებას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს მიმართა
ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შემდეგ, ღონისძიებაზე ჰიმნიც გაჟღერდა.
სიმღერა ცნობილმა მომღერლებმა ნათია თოდუამ, თორნიკე ყიფიანმა და გიორგი მახარაშვილმა შეასრულეს.