LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქართული ჩირები გერმანიასა და ნიდერლანდებში იყიდება

158
43231380-742007666144358-5684338737505370112-n

ქართული ხილისა და ბოსტნეულის ჩირების რეალიზაცია უკვე ნიდერლანდებში, გერმანიასა და ჩეხეთში ხორციელდება, ასევე რუსეთში.

პროდუქციას Caucasus organic fruits აწარმოებს, რომელმაც 2017 წელს დაიწყო ოპერირება და 2018-2019 წლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოფენებში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტრაქტები გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ Caucasus organic fruits-ის საწარმო ყოველწლიურად იზრდება, ვინაიდან მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია.

ქართული ხილის და ბოსტნეულის ჩირები ადგილობრივი ნედლეულით მზადდება. Caucasus organic fruits-ს ხილსა და ბოსტნეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები