ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, ჯერ კიდევ ფიქსირდება რამდენიმე სირთულის კერა.
ხანძრის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქარის და რთული რელიეფის გამო ისევ რთულდება სამუშაოები“.
„ღმერთმა გადაარჩინოს ჩვენი მიწა-წყალი! ამინ“, – წერს ზურა ხაჩიძე.