LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Porsche-მ მილიონ ევროდ შეფასებული საკოლექციო სპორტქარი გამოუშვა

115
porsche

კომპანია Porsche-მ ძალიან ძვირადღირებული კუპე 911 გამოუშვა. ლიმიტირებული სპორტქარი სარბოლო 911 GT3 R-ის ბაზაზე აიგება და მხოლოდ 77 ეგზემპლარად გამოვა. ფასი თითქმის მილიონი ევროა, თანაც ამ ღირებულებაში არ არის გათვალისწინებული შესაძლო ოფციები. სიახლე „ექვსიანი“ 4,2 ძრავითაა აღჭურვილი.

აგრეგატს როგორც ჩვეულებრივ ბენზინზე, ასევე სინთეტიკურ ნარევებზე შეუძლია მუშაობა. მაშინ როცა ჩვეულებრივი 911 GT3 R-ის სიმძლავრე 565 ცხენის ძალაა, სიახლე 620 ცხენის ძალას ავითარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები