სან-ფრანცისკოში პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომელიც უპილოტო Cruise აღმოჩნდა. General Motors-ის მფლობელობაში არსებულმა სტარტაპმა რობოტაქსის ჩვეულებრივი მოხმარების გზებზე გამოცდის უფლება კარგა ხნის წინ მიიღო და 2 თვის წინ იმ ადამიანების სიის შედგენაც დაიწყო, ვისაც მძღოლის გარეშე ავტომობილით გასეირნება სურს. თუმცა, როგორც ჩანს მაღალტექნოლოგიურ ავტომობილს ჯერ-ჯერობით ყველა ვერ შეეჩვია.
Welcome to the future. Cop pulls over driverless car (because no lights?) Then Cruise goes on the lamb. (via https://t.co/mtmsIeOAUP) pic.twitter.com/ecQ5xXuSnS
— Seth Weintraub (@llsethj) April 10, 2022
როგორც კომპანიაში დააზუსტეს, ალგორითმი პატრულთან ურთიერთობასაც ითვალისწინებს, ამიტომ პოლიციის ნიშანზე მანქანა გაჩერდა და პატრულს დაელოდა.
მანქანასთან მისულ ოფიცერს მძღოლისთვის ფარების ჩართვა უნდა ეთხოვა და აღმოაჩინა, რომ სალონში არავინ იჯდა. პოლიციელის რეაქცია და გამვლელთა სიცილი ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო.