ინტერნეტსივრცეში პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმიდან პირველი ოფიციალური კადრი გავრცელდა. კინოსურათში, რომელიც 2025 წელს გამოვა, მთავარ როლს ლეგენდარული არტისტის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი ასრულებს.
შავ-თეთრი ფოტო თავად ჯაფარიმ გაავრცელა საკუთარ „ინსტაგრამზე“.
„მოგზაურობა იწყება“, – ასე დაასათაურა ფოტო მან.
ცნობისთვის, ის მაიკლის უფროსი ძმის, ჯერმეინის შვილია. ბიჭი მუსიკით ბავშვობიდანაა გატაცებული, 12 წლიდან მღერის და ცეკვავს. „იუთუბზე“ მისი არაერთი კლიპია გავრცელებული.
ბიძის ასლი – ახალი კადრები მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმის გადაღებებიდან
მაიკლ ჯექსონის როლს ბიოგრაფიულ ფილმში მისი ძმისშვილი შეასრულებს – ნახეთ პირველი ფოტო