LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პირველად საქართველოში – თბილისში გიგანატური საჰაერო ბურთით ფრენა უკვე შესაძლებელია

5191
pjimage

დედაქალაქს ახალი უსაფრთხო, ორიგინალური და შთამბეჭდავი ატრაქციონი შეემატა. ისინი, ვისაც არც სიმაღლის შიში აქვთ და ექსტრემალური შეგრძნებებიც იზიდავთ, რიყის პარკიდან 150 მეტრ სიმაღლეზე, 10-სართულიანი შენობის ზომის საჰაერო ბურთით აფრენას შეძლებენ.

საქართველოში პირველი, უზარმაზარი საჰაერო ბურთი ქალაქის ცენტრში – რიყის პარკშია განთავსებული.

 

ატრაქციონზე, რომელიც აღჭურვილობით ცნობილმა ფრანგულმა კომპანიამ, Aerophile-მა უზრუნველოყო, 30 ადამიანი მოთავსდება, ფრენა კი 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება ფასებს, ამ დაუვწიყარი შთაბეჭდილებების მიღება საქართველოს მოქალაქეებს 35, ხოლო ტურისტებს 50 ლარი დაუჯდებათ.

ბურთი ვერტიკალურად, 150 მეტრის სიმაღლეზე იფრენს, ფრენის მაქსიმალური სიმაღლის მიღწევისას კი 45-სართულიან შენობას გაუტოლდება.

ორგანიზტორების ინფორმაციით, საჰაერო ბურთზე ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაიშვება, ბავშვებს ატრაქციონით სარგებლობა მშობლების თანხლებით შეეძლებათ.