ფეხბურთის სუპერვარსკვლავის, “ოქროს ბურთის” 5-გზის მფლობელის კრიშტიანო რონალდოს ვაჟი, ისიც კრიშტიანო რონალდო, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიაში ვარჯიშობს, პატარა ასაკშიც იპყრობს ქომაგთა ყურადღებას და საოცარი სილამაზის გოლები გააქვს. 11 წლის კრიშტიანო ტექნიკით გამოირჩევა. საინტერესოა, გააგრძელებს თუ არა ის ლეგენდარული მამის გზას. ისე კი, უნდა ვთქვათ, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ფეხბურთში შვილები მამების იმედებს დიდად ვერ ამართლებენ.
აი პატარა კრიშტიანოს ლამაზი გოლი…