LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პატარა მესი – არსენალის 4 წლის ფეხბურთელი საოცრებებს აკეთებს

47
Capture

ლონდონის „არსენალმა“ აკადემიაში 4 წლის ზაინ ალი სალმანი მიიწვია. ზაინი „მეთოფეების“ მოსამზადებელ სკოლაში ყველაზე ნორჩი ფეხბურთელი გახდა. მანამდე ეს ბიჭი ბრიტანულ First Touch Football Academy ემზადებოდა. აკადემიის მწვრთნელმა ოსტინ შოფილდმა თქვა, რომ ალი უფროსებთან დააყენა და ყველა შემთხვევაში სხვებზე უკეთესი იყო.

„ეს ბავში ისეთებს აკეთებს, რაც მის ასაკში შეუძლებელია. როგორ ურტყამს ბურთს, უჭირავს, საოცარია. დავურეკე მეგობარს, რომელმაც მიპასუხა, რომ ის მხოლოდ 4 წლის იყო. მე ვუთხარი: კარგი რა, ეს 4 წლის ვერ იქნება, მას საბავშვო ბაღში რა უნდა“ – მოყვა „არსენალის“ სკაუტი სტივენ დინსი BBC-ის ინტერვიუში.

ზაინი ამბობს, რომ ორჯერ უფროსებთან, 8 წლის ბავშვებთან ერთად ემზადება.
ალის ინსტაგრამზე 10.5 ათასი გამომწერია. აღწერაში ის საკუთარ თავს პატარა მესის უწოდებს.

 

https://www.youtube.com/watch?v=1QNUv8p-LKw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები