ნინი სიმონიშვილი სოციალურ ქსელში ქართველ კალათბურთელებთან, თორნიკე შენგელიასა და სანდრო მამუკელაშვილთან გულთბილი შეხვედრის კადრებს ავრცელებს და წერს:
„გუშინ ავიხდინე ჩემი ოცნება: ნახატი გადავეცი მსოფლიოს ორ უდიდეს კალათბურთელს – თორნიკესა და სანდროს, მაგრამ რეალობა ჩემს ფანტაზიას გასცდა და საოცარი ემოციებით ღმერთმა კეთილ ადამიანთა დახმარებით თავი უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინა.
უღრმესი და უკიდეგანო მადლობა მამუს, თოკოსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ბედნიერებაში. გუშინ თოკომ და მამუმ დაუვიწყარი ემოციები მაჩუქეს, რომლითაც ვფიქრობ, ძალიან ბევრს შევძლებ!“
“მხარზე მეტად სული მტკივა” – თორნიკე შენგელია მიმართვას ავრცელებს