მომღერალი ოთო ნემსაძე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც „ქართული ხმების“ ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერალი, ზურა ბაკურაძეც მონაწილეობს.
ოთო წერს:
„არც კი ვიცი, რა უნდა დავწერო, ან ვილაპარაკო…
ერთი საღამო იყო, სტუმრად ძალიან ცნობილი მუსიკოსი ჩამომივიდა ჩემთან, მთხოვა, ქართული ქალაქური სიმღერების მოსმენა მინდაო.
ზურას დავურეკე… როგორც ყოველთვის – ოთიკ, გელოდებით ყველას ჩემთანო.
მახსოვს დილის 6 საათამდე გაგრძელებული საოცარი საღამო…
არაჩვეულებრივი მუსიკოსი, კაცი, ძმაკაცი, მეუღლე, მამა და ქვეყნის პატრიოტი დაკარგა ქვეყანამ…
დღეს ქუჩაშიც კი სრულიად უცნობები ერთმანეთს უსამძიმრებენ…
შეხვედრამდე სიკეთის და სიყვარულის კაცო…“