სოციალურ ქსელში ოთო ნემსაძის სიმღერა გავრცელდა, რომელიც დინამო-არენაზეა გადაღებული.
როგორც აღმოჩნდა, მომღერალი ფეხბურთის გულშემატკივარია და ის საქართველო-ლუქსემბურგის თამაშს ესწრებოდა.
მან სტადიონზე მყოფ ქომაგებთან ერთად ცნობილი სიმღერა “გაიღიმე” შეასრულა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.