Light Falls – „ოსკაროსანი“ რეჟისორის ედონ პაპამიქაელის ახალი ფილმია, რომლის გადაღებები საბერძნეთში მიმდინარეობდა 2020 წელს, ხოლო თავად ფილმი 2022 წელს დასრულდა.
მალე პრემიერა გაიმართება.
ფილმში ქართველი მსახიობები – ელენე მახარაშვილი და ნინი ნებიერიძე მონაწილეობენ.
საბერძნეთის კუნძულზე დასასვენებლად მყოფი ახალგაზრდა წყვილი იკვლევს მიტოვებულ სასტუმროს. უბედური შემთხვევა და განსხვავებულ სამყაროთა შეჯახება ძალადობისა და შურისძიების ჯაჭვს წარმოქმნის.