ნოდიკო ტატიშვილმა და მარიამ როინიშვილმა „მთავარი არხის“ საახალწლო ეთერში ცნობილი იტალიური სიმღერა Vivo Por Ella იმღერეს.
როგორც ყოველთვის, მათი დუეტი აქაც შესანიშნავი აღმოჩნდა.
მაყურებელი აღფრთოვანებული წერს:
„წლის საუკეთესო დუეტი. ბრავო. უკვე რამდენჯერ მოვისმინე. ნოდიკო, ნამდვილი იტალიელი მეგონე. დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისათვის. საუკეთესოები ხართ. მადლობა „მთავარ არხს“ ასეთი გემოვნებიანი კონცერტისათვის. წლის კონცერტი…“
„აი, ეს მართლაც კარგი შესრულებაა. იტალიური სიმღერების ისევ შემოვიდა მოდაში საქართველოში!..“
„ორიგინალისგან რომ ვერ გაარჩევ, ისეთი შესრულებაა…“