ხუთი შვილის მარტოხელა დედა ჯილდა თათულაშვილი უკიდურესი გაჭირვების წინაშე იმყოფება. ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქალი ამბობს, რომ სოციალური დახმარება მთლიანად სახლის ქირაში მიდის.
უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ბავშვები მაინც ცდილობენ, ისწავლონ, განათლება მიიღონ და უკეთესი ცხოვრების აწყობა შეძლონ. ყველაზე პატარა მათ შორის კი – ჯერ მხოლოდ 6 თვისაა.
„ორი სამი დღე გავა, რომ მშივრები არიან… რაღაცა ნატეხს ვიშოვი სადმე… ერთი პატარა პური ვის უნდა ეყოს? ლუკმას არ ვჭამ, შვილები დამეხოცოს, ოღონდ ამათ ერთი პური ორი დღე გამოვუზოგო… არ მეშველება სიკვდილის მეტი არაფერი…“, – აცხადებს ჯილდა თათულაშვილი.
ჯილდა თათულაშვილს მეუღლე კი ჰყავს, მაგრამ მას ჯანმრთელობის ისეთი პრობელემები აქვს, რომ ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს.