Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვიდეო: ნუგზარ ყურაშვილი სიმსივნის დიაგნოზის შესახებ: „დამეხმარნენ კახი კალაძე, თეა წულუკიანი და ჯანდაცვის მინისტრი… ხალხი დამეხმარა, ლარს რიცხავდნენ ბავშვები…“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნუგზარ ყურაშვილი სიმსივნის დიაგნოზის შესახებ: „დამეხმარნენ კახი კალაძე, თეა წულუკიანი და ჯანდაცვის მინისტრი… ხალხი დამეხმარა, ლარს რიცხავდნენ ბავშვები…“

216
ნუგზარ ყურაშვილი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი „ნიკოლოზის კითხვებში“ სიმსივნის დიაგნოზის შესახებ ჰყვება:

„არაფერი მაწუხებდა… წავედი ექიმთან და მითხრეს, რომ სიმსივნე გაქვსო… აუუუ… მანახეს… ეს საოპერაციოაო. თურქეთში მინდოდა გაკეთება, მაგრამ ძვირი ჯდებოდა. კახი კალაძემ დამაფინანსა, ჩვენმა მინისტრმა, წულუკიანმა, ასევე ჯანდაცვის მინისტრი დაინტერესდა… მაგრად დამიდგნენ, ვერაფერს ვიტყვი ცუდს. მერე ხალხი… არ მინდოდა მე, მაგრამ თურმე ასი ათასობით კაცია, ვინც გადმორიცხვა დაიწყო. დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამას სახლში კი ვერ წაიღებ, მაგრამ… არა ვარ ცრემლიანი კაცი, მაგრამ ვიტირე… ახლა კიდევ გული მიჩუყუდება. ბავშვს ისე უყვარხარ, რომ ლარს რიცხავს…

ეს ავთვისებიანი კი არის, მაგრამ ღვთის წყალობით, მეტასტაზები არ არის გასული. ქიმია რომ ჩავიტარე, ოპერაციის შემდეგ, ალაგებულია. ახლა უნდა წავიდე ისევ თურქეთში… ქიმიოთერაპიის შემდეგ თეატრში ვეღარ დავდივარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები