LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნოე სულაბერიძე: „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი მონაწილეები ისე ცეკვავენ, რომ ჩახოცავენ ერთმანეთს…“

255
ნოე და გოჩა

გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ სტუმრები ნოე სულაბერიძე, ირაკლი მაქაცარია და გოჩა ჩერტკოევი იყვნენ.

მათ ისაუბრეს „ცეკვავენ ვარსკვლავის“ ახალს სეზონზე, რომელიც იწყება.

ნოე სულაბერიძემ ისაუბრა იმის შესახებ, რატომ გაასაიდუმლოვეს ახალი სეზონის მონაწილეების ვინაობა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, მე და ზურა ფანქველაშვილმა, რომ იმდენად მძიმე არტილერია მოდის, იმდენად ბევრი სიურპრიზი იქნება, რომ გვინდოდა, მაყურებლისთვისაც დიდი სიურპრიზი ყოფილიყო. შემადგენლობა მართლა არის ძალიან წარმომადგენლობითი. ყოველ წელს ყველას რომ აინტერესებს, ახლა ვინღა იქნება ვარსკვლავიო, ამ კითხვას გაეცემა პასუხი. ყველა ძალიან კარგად ცეკვავს. შეჯიბრის თვალსაზრისით ჩახოცავენ ერთმანეთს, ისე ცეკვავენ…“

გოჩა ჩერტკოევი: 

„თვითონ პროფესიონალები დადგამენ ცეკვებს, ეს ხდება პირველად და ძალიან ველოდები. ყველას ცეკვა იქნება ინდივიდუალური. მთავარი ქორეოგრაფი გვეყოლება, რა თქმა უნდა…“

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი კვლავ გოჩა ჩერტკოევი იქნება: „არ გიმხელთ მონაწილეების ვინაობას, შემადგენლობის წონადობიდან გამომდინარე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები