LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინო კასრაძე: “ზოგჯერ მომაბეზრებლად ჩვეულებრივი ვარ…”

407
ninokasradzenewsjl

მსახიობი ნინო კასრაძე ნესტან-ნენე კვინიკაძის სტუმარი გახლდათ. მსახიობმა, პირველ რიგში, იმაზე ისაუბრა, თუ რატომ არ ჩანდა მედიის წინაშე დიდი ხნის განმავლობაში. როგორც მსახიობი ამბობს, ახლა ნაკლებად მუშაობს და სასაუბროდ უფრო მეტი დრო რჩება.

ნინო კასრაძე:
იმდენად ჩვეულებრივი ვარ ყველაფერში, ზოგჯერ მომაბეზრებლად ჩვეულებრივი, როგორც ყველა ქალი, ყოფითი პრობლემებით, სულ დაღლილი, სულ რაღაცას ვერ ვაკოწიწებ, მერე სცენა მაძლევს საშუალებას, რომ ენერგია მივიღო.ზოგჯერ ჩემი ჩვეულებრივობის საზარელი განცდა მაქვს…

მე ვარ ძალიან მოწესრიგებული და ზედმეტად სრულყოფილი. ვფიქრობ, შეიძლება, ვიღაცის თვალში ნაკლებად საინტერესო ვიყო. ზოგჯერ ამაზე ვბრაზობ, მაგრამ როგორც ვამჩნევ და ვხედავ, დიდი ხელოვანი, პროფესიონალი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რას აკეთებს, როგორ და რისთვის, სიჯიუტისა და ურჩობისგან დაცლილია. ისეთი ბედნიერებაა, იყო განფენილი და გაშლილი იმაში, რასაც ჰქვია საქმის კეთება და დისციპლინა, ორგანიზებულობა. ამაშიც იმხელა დრაივია, რომ შეგიძლია, ყველაფგერს მოაბა თავი და მიაღწიო შედეგს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები