ნიკოლოზ რაჭველი გადაცემის „პირველი სტუდია“ სტუმარი იყო, სადაც გულახდილად ილაპარაკა.
როგორც რაჭველმა აღნიშნა, მას საზღგარგარეთიდან ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა სამშობლო ვერასდროს დატოვა.
„ხანდახან მიფიქრია, ამერიკაში რომ დავბადებულიყავი და ახლა ლოს-ანჯელესის კინოინდუსტრიაში ვიყო, რამხელა შემოსავლები მექნებოდა. ჩემი შესაძლებლობები რომ ვიცი ობიექტურად, მე იქ ძალიან დიდი ასპარეზი და გასაქანი მექნებოდა.
იქ არავის არ დაველოდებოდი, არც სახელმწიფოს, არც ბიზნესს, დარბაზს საკუთარი სახსრებით ავუშენებდი საქართველოს ეროვნულ ორკესტრს, მაგრამ ვერასდროს ვერ გავრისკე და ვერ მივატოვე…ვერასდროს ვერ დავუშვი ჩემს თავში, რომ საკუთარი მე, როგორც კომპოზიტორის და მუსიკოსის, უფრო მაღლა დამეყენებინა, ვიდრე ის, რასაც ახლა მთელ ორკესტრთან ერთად ვაკეთებ და ამ ქვეყანაში ვშვრებით.
იყო შემოთავაზებები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გადაწონა ჩემს ქვეყანაში ყოფნამ და ჩემს მუსიკოსებთან ყოფნამ,“ – აღნიშნა ნიკოლოზ რაჭველმა.