LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეუღლეს სამ მილიონზე მეტი ღირებულების ქონება გადაუფორმა – ირმა ჭკადუა

4710
basilashvilinews20

ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესებს იცავს, ტელეკომპანია „იმედს“ სტუმრობდა და დღის შოუში ისაუბრა ბოლოდროინდელი მოვლენებისა და ბრალდებების შესახებ, რაც ჩოგბურთელის წინააღმდეგ გაჟღერდა.

ირმა ჭკადუა:

ბოლო რამდენიმე დღეა, თითქოს ორად გაიყო საზოგადოება და ეს საკითხი მუდმივი დაპირისპირების საგანი გახდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი არაერთხელ  მოიხსენიეს, როგორც მოძალადე მაშინ, როდესაც არც ერთ სასამართლოს არ უმსჯელია იმის შესახებ, რომ ის მოძალადე ან დამნაშავეა. ძალიან სამწუხაროა, რომ ტურნირის ოფიციალურ გვერდზე იწერებოდა ინგლისურენოვანი კომენტარები, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე და როგორ დაუშვეს ტურნირში მისი მონაწილეობა. ამას წერდნენ ქართველები, გადავამოწმეთ აღნიშნული და ვიცით, ვისაც უკავშირდებიან და რომელ არასამთავრობოებს ეს ადამიანები… პირდაპირ წერდნენ, რომ ის უნდა იჯდეს ციხეში.

საზოგადოების უმრავლესობას არ სჯერა არასამთავრობოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის, მაგალითად, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი ბინას ართმევს შვილს, ან ალიმენტს არ უხდის. გამოიტანეს პირადი სივრცე, მამა-შვილის ურთიერთობა გახადეს განსჯის საგანი, რაც დაუშვებელია. მინდა, სახალხო დამცველს მივმართო კიდევ ერთხელ, დაინტერესდეს ამ ფაქტით, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მამა-შვილის ურთიერთობა გააცივონ…

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არ სურს ამ საკითხებზე საუბარი, მე, როგორც უფლებადამცველი, იძულებული გავხდი, ვისაუბრო ამ თემებზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2018 წლიდან არ ცხოვრობენ ერთად. განქორწინებამდე ქალბატონმა ნელიმ წამოიწყო სასამართლო ქონებრივი დავა. ვინაიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს არ სურდა სასამართლო დავა შვილსა და მისი შვილის დედასთან და ფიქრობს, რომ ვალდებულია, უზრუნველყოს ცოლი და შვილი, ამიტომ მათ შორის შედგა მორიგების აქტი. იმ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელზე არსებული ყველა ქონება გადავიდა ქალბატონი ნელი დოროყაშვილის სახელზე. სამ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებაზეა საუბარი… ამავე მორიგებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს უნდა გადაეხადა 100 000 დოლარი. რაც შეეხება ალიმენტს, ვინაიდან ეს მოლაპარაკება იყო, რომ მას ჰქონდა შემოსავალი ფართიდან და ერთჯერადად კომპენსაციაც გადაუხადა, ალიმენტზე არ უსაუბრია ნელი დოროყაშვილს და სასამართლოდან არ არსებობს გადაწყვეტილება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა. ამის მიუხედავად, 2020 წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 7500 ლარი აქვს ჩარიცხული. ჭავჭავაძის ბინა უკვე გადაფორმებულია, ისევე, როგორც გოგებაშვილზე არსებული ფართი. ნიკოლოზ ბასილაშვილი ხშირად გახლავთ უცხოეთში და შვილთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა, ამიტომაც გადაწყვიტა, კიდევ ერთი ბინა გადაეფორმებინა ნელი დოროყაშვილისთვის, რომ მას არ შეექმნა პრობლემა შვილთან ურთიერთობაში. ნამდვილად შედგა ჩუქების ხელშეკრულება, სანამ ეს ბინა აღირიცხებოდა ქალბატონი ნელი დოროყაშვილის სახელზე, მან უჩივლა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას, ამიტომაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადაწყვიტა, რომ როცა მისი შვილი 18 წლის გახდება, მაშინ აჩუქებს ამ ბინას. გასაღები აქვს როგორც ნელი დოროყაშვილს, ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილს… ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ ბასილაშვილი ართმევს ბინას შვილს და არ იხდის ალიმენტს, თუმცა ალიმენტის გადახდის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება ბუნებაში არ არსებობს, ძალიან უხერხულია. და ძალიან ცუდია, რომ ქალბატონი ბაია პატარაიას გადასაწყვეტი გახდა მამა-შვილის ურთიერთობა. გამოდის, რომ ქალბატონი ანა აბაშიძე და ბაია პატარაია ზრუნავენ ბავშვზე და ნიკოლოზ ბასილაშვილი არ ზრუნავს…

რაც შეეხება ექვს შემაკავებელ ორდერს, როგორც ირმა ჭკადუა აღნიშნავს, ორი მათგანი არის გამოწერილი ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელზე, ორი-ორი კი – მისი მშობლების.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლო პროცესები ძალიან მალე დაიწყება. „საზოგადოება დაინახავს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი აბსოლუტურად გამართლდება ამ ისტორიაში. ალბათ, ბასილაშვილის მხრიდან არასდროს მოგისმენიათ ამ ქონებაზე საუბარი, უბრალოდ, ახლა იძულებული გავხდით. ყველანაირ ტერორთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა მათ განაცხადეს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს ქონებას ართმევს. ეს არის ფეიქნიუსი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები