ცნობილი პრომოუტერის, კახა კანდელაკის შვილი, ნიკა პოპულარულ ამერიკელ ბასისტზე, ნიკ უესტზე არის დაქორწინებული. ახლახან წყვილმა თავისი რეალური შოუს მეშვეობით გაავრცელა სასიხარულო ინფორმაცია, რომ ისინი პირველ შვილს ელოდებიან.
თბილისში მყოფი ნიკო და ნიკი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ერთ-ერთ ვიდეოში ნიკი ჰყვება, როგორ გადაიყვანეს ის თბილისში სასტუმროში, როდესაც მისი მეუღლე კოვიდდადებითი აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ მასაც დაუდგინა ვირუსი, რაც ძალიან სანერვიულო იყო ორსულობისას. ნიკი ღიმილით იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც ჰოსპიტალში გადაიყვანეს, იქიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა ექიმებმა ამის საშუალება არ მისცეს. ნიკი ქართველ ექიმებსა და ექთნებს განსაკუთრებულ მადლობას უხდის.
როგორც ნიკა აღნიშნავს, მისი მთელი ოჯახი კოვიდით იყო ავად და აღარ იცოდა, ვისზე უნდა ენერვიულა… სამწუხაროდ, ნიკას ბებია კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც ის ამბობს, მისი შვილი მისი ბებიის მემკვიდრეობის გამგრძელებელი იქნება.