LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნატალია ყიფშიძე: „მოზარდობისას ფსიქოლოგთან დავდიოდი, რადგან შფოთვითი აშლილობა მქონდა…“

163
ნატალია-ყიფშიძე

„რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში ლულუ კახიანის რუბრიკას ნატალია ყიფშიძე ესტუმრა და ისაუბრა, რა გამოწვევები ჰქონდა თინეიჯერობისას და რას ფიქრობს თემაზე: ფსიქოლოგი და მოზარდი.

„მოზარდობის პერიოდი სულ გარდატეხის პერიოდად მახსოვს. ყველა ასაკს მოჰქონდა ახალი გამოწვევა, რომელიც მე წარმომედგინა, როგორც ბრძოლა. ამ პერიოდში დაგროვილი გამოცდილება არის ზუსტად ის, რაც დღეს ცხოვრებაში მეხმარება.

მქონდა პროტესტის ეტაპი, ეტაპები, როდესაც არ მომწონდა ჩემი თავი, სულ რაღაცით უკმაყოფილო ვიყავი.

თინეიჯერობისას ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს სოციალური ქსელები. ყველანაირი კონტენტი იდეალურს ხდის ადამიანს, რომელიც ამას პოსტავს. მოზარდებს ხშირად ამის გამო უვარდებათ თავდაჯერება. მგონია, პირველ რიგში, საკუთარი თავი სულიერად უნდა შეგიყვარდეს.

საქართველოში არა მარტო მოზარდებში, თავად ფსიქოლოგის ცნება სერიოზულად არ არის მიღებული. გულზე რომ პრობლემა გაქვს და მიდის გულის ექიმთან, ტვინის პრობლემებისას უნდა წახვიდე ფსიქოლოგთან და ისაუბრო.

ჩემი მშობლები არასდროს მეუბნებოდნენ, რომ რამე არ უნდა მეთქვა მათთვის.

მოზარდობის პერიოდში ფსიქოლოგთან კონსულტაცია მქონია. მქონდა შფოთვითი აშლილობა, ძალიან დამეხმარა არა მედიკამენტებით, არამედ მარტივი გაკვეთილებით. ჩემს თავს ვეხმარებოდი, რომ აქედან გამოვსულიყავი…“

„ისე მოექეცი ადამიანს, როგორც შენ გსურს რომ მოგექცნენ“ – ნატალია ყიფშიძე დედისგან მიღებულ რჩევაზე

დავიწყე ცხოვრების მასიური გაწმენდა და გავაანალიზე, რომ ადამიანი ორჯერ იბადება – ნატალია ყიფშიძის ფოტოამბავი

ვიდეო: ნატალია ყიფშიძემ დედას პირდაპირ ეთერში სიურპრიზი მოუწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები