ჩილეში, Municipal de Santiago-ში შედგა ქართველი საოპერო შემსრულებლის, ნატალია ქუთათელაძის დებიუტი ოპერაში „კარმენი“, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა. მაყურებელმა ქართველი მომღერალი განსაკუთრებული ოვაციებით დააჯილდოვა, რომლის ვიდეოსაც ის თავად აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
„დღეს შედგა ჩემი დებიუტი „კარმენში“.
სავსე ვარ მადლიერებისა და სიამოვნების შეგრძნებით.
მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღე შესაძლებელი გახადა, მადლობა გადავუხადო.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ჩემს მასწავლებლებსა და კოლეგებს, შესანიშნავ მაესტროს, რეჟისორს, ჩემს აგენტს, ასკონას ჰოლტსა და გაელანო სალასს იმისთვის, რომ იყო საუკეთესო პარტნიორი. თავს ძალიან დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი თქვენი დახმარებით. ყველა თქვენგანი მიყვარს…“
ვიდეო: ნატალია ქუთათელაძემ „კარმენის“ განსხვავებული ვერსია იმღერა და მარიამ როინიშვილი ააცეკვა