LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნაპოვნია კოლხეთის პარკში დედის დაუკითხავად სასეირნოდ გამოსული შველი

405
859e72ecce06eed79edd61c716c7a38a

„გვიან ღამით, კოლხეთის ეროვნულ პარკში, დედის დაუკითხავად სასეირნოდ გამოსული შველი ნაპოვნია“, – ამ სათაურით ვიდეორგოლს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობითვე, რეინჯერი პაპუნა მოსიაა.

შეგახსენებთ, კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.

ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს  პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

https://www.facebook.com/protectedareas.gov.ge/videos/913704805824634

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები