ახლახან, 27 ოქტომბერს ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა მორიგი კონცერტი გამართა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, სადაც შვილთან ერთად იმყოფებოდა.
პატარა ქალიშვილთან ერთად ნიცაში გადაღებულ ემოციურ ფოტოებს და ვიდეოებს ხატია ბუნიათიშვილი საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს:
„მადლობა, ნიცა. რა მშვენიერი ქალაქია“, – წერს პიანისტი.
ვიდეოებიდან ასევე ირკვევა, რომ კონცერტის დროს, ხატიას პატარა ქალიშვილი შარლოტა, კულისებიდან გულშემატკივრობდა. მორიგ ვიდეოში კი დედა-შვილი როიალთან ზის:
„დაუკარი, ყოჩაღ, დე“, – ეუბნება პიანისტი შვილს.
ვიდეოებს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს:
„ნამდვილი ქალღმერთი ხარ“, „პატარა შარლოტა მალე მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში, ყოველ შემთხვევაში, ამაში არაფერი უშლის ხელს“, – წერენ კომენტარებში.
„მადლობა, მიყვარხარ“ – ხატია ბუნიათიშვილის მორიგი შთამბეჭდავი კადრები ბრიუსელიდან