ქუვეითში საბურავების ნაგავსაყრელი იწვის, თანაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი. თვითმხილველები შემთხვევის ადგილიდან ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყენებენ და იმასაც აზუსტებენ, რომ ბოლი ლამის კოსმოსიდანაც კი ჩანს.
ეკოლოგებმა განგაში ატეხეს, თუკი ცეცხლის ლოკალიზება უახლოეს მომავალში არ მოხდება, ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. საქმე ისაა, რომ საბურავების დაწვის დროს ძალიან ბევრი მავნე ნივთიერება გამოიყოფა და ეკოლოგიასთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობასაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ხანძარი 600 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე გაჩნდა და ამ დროისთვის მხოლოდ მისი ნაწილი აქვს ათვისებული. მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაგავსაყრელზე 52 მილიონი საბურავი ინახებოდა.
საინტერესოა, რომ ხანძარი კოსმოსიდანაც ჩანს და ამას თანამგზავრის მიერ გადაღებული კადრები ადასტურებს.