2022 წლიდან რალის მსოფლიო ჩემპიონატში ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. სიახლის მიხევდით, ავტომწარმოებლები ვალდებული არიან ჰიბრიდული ტექნიკა გამოიყენონ. თავისი ბენზინ-ელექტრონული ავტომობილები WRC-ისთვის Toyota-მ, Hyundai-მ და Ford-მა შექმნა, თუმცა ეს უკანასკნელი თავის მანქანას რბოლის პირველივე დღეს გამოემშვიდობა.
მონაკოს რბოლის 12,1 კილომეტრზე, ფრანგმა მრბოლელმა ადრიან ფურმომ მარცხენა მოსახვევში შეცდომა დაუშვა. პილოტმა 500 ძალის Ford Puma Rally1 ტრასაზე ვერ შეინარჩუნა და მთას შეასკდა. ამის შემდეგ მანქანა საპირისპირო მხარეს გადავარდა და მთაზე დაგორდა.
ასეთი ვარდნის შემდეგ ავტომობილი სულ განადგურდა, თუმცა არც მრბოლელი და არც მისი შტურმანი საბედნიეროდ, არ დაზარალებულან. ფურმომ გუნდს ბოდიში მოუხადა და ავარია თავის შეცდომას მიაწერა.