LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ, რა სწრაფია BMW M5 ნიურბურგრინგზე

48

ახალი თაობის სპორტულმა სედანმა  BMW M5-მა ნიურბურგრინგის „ჩრდილოეთის მოსახვევი“ 7 წუთსა და 38,92 წამში დაფარა – რაც თითქმის 17 წამით უფრო სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედი. ტრეკზე ავტომობილის გამოცდა გამოცემა Sport Auto-მ ჩაატარა, მანვე გამოაქვეყნა გარბენის ამსახველი ვიდეოც.

BMW M5 მხოლოდ 92 წამის მეასედით ნელი აღმოჩნდა, ვიდრე Porsche Panamera Turbo, Ferrari 458 Italia და Lexus LFA.

BMW M5 არჭურვილია 600 ცხენის ძალის მქონე 4,4 ლიტრიანი ძრავით, რვა საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და სრული ამძრავით. ნულიდან ას კილომეტრამდე სედანი 3,4 წამში ჩქარდება, 200 კილომეტრს კი 11,1 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/საათი აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები