ბევრ ქვეყანაში მიწისქვეშა გვირაბები გაზრდილი საშიშროების ადგილად ითვლება, ამიტომ მოქმედებს სიჩქარის რეჟიმი და ხშირ შემთხვევაში ზოლის შეცვლაც აკრძალული. თუმცა, აშშ-ს მკვიდრნი გახდნენ ოპტიკური ილუზიის მხილველები, ილუზიის რომელმაც ისინი ნამდვილ შოკში ჩაყარა. ერთ-ერთი ავტომფლობელი გვირაბში შესვლის წინ გაჩერდა, რათა გადაეღო უზარმაზარი ნაპრალი, რომელიც მთელ ზოლს იკავებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ნაპრალი არც მეტი არც ნაკლები უბრალო გუბე იყო.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გვირაბის შესახვევთან უზარმაზარი ღრმულია, რომელშიც ავტომობილი თავისუფლად ჩაეტევა. ამასთან, საშიში მონაკვეთის წინ არ არის არც ერთი ნიშანი, რომელიც მძღოლებს საფრთხის შესახებ გააფრთხილებდა. რამდენიმე წამის შემდეგ გვირაბში საკმაოდ დიდი სიჩქარით კროსოვერები Toyota და Audi შემოვიდნენ, ნაპრალის წინ მძღოლებმა მკვეთრად დაამუხრუჭეს და გვერდით ზოლში გადაჯგუფდნენ.
როდესაც ავტომობილებმა საშიში ზონა გაიარეს, აღმოჩნდა რომ უზარმაზარი ღრმული სინამდვილეში პატარა გუბე იყო, რომელსაც გვირაბის კედლები ირეკლავდა.