დომენიკ მანგო, რომელიც ლაგოდეხში ერთ-ერთ ოჯახს საცხოვრებელი სახლის აშენებაში ეხმარება, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ლაგოდეხში, საცხოვრებელი სახლების წინ მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ტერიტორიაა.
დომენიკ მანგომ სხვა მოხალისეებთან ერთად ტერიტორიის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა და საზოგადოებას მოუწოდა, არ დაყარონ ნაგავი ქუჩაში, რადგან ეს საზიანოა მათი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისთვის.
„ლ ა გ ო დ ე ხ ი ! კიდევ ვიმეორებ, ის რასაც აქ ვხედავ, არსად არ მინახავს. წარმოუდგენელია ასეთი გულგრილობა საკუთარი მიწა-წყლის მიმართ.
აქ არის ნაგვის ურნა, აქ არის მოსახლეობა და ნაგვით არის გადატენილი ყველაფერი. ხალხო რა გაგიხდათ, რომ ნაგვის ურნაში ჩააგდოთ ნაგავი?! ბოთლებითაა მიმოფანტული ყველაფერი, ამას ძაღლი ვერ წამოიღებდა. ეს ძაღლს არ უნდა საჭმელად…ადამიანმა დაყარა, ხვდებით?
ბავშვიც კი არ სჩადის ამას, რომ არა მშობელი. რა გაგიხდათ, რამდენი წელი უნდა გელაპარაკონ, რომ ძირს ნაგავი არ უნდა დაყარო, როცა 2 მეტრში არის ნაგვის ურნა.
რა შეგნების დონე გაქვთ ასეთი? რით ვერ შეიგნეთ,რომ ეს გკლავს შენ, შენ შვილს, გიბინძურებს ცხოვრებას და ჯანმრთელობას“, – ამბობს დომენიკ მანგო ვიდეოში.