LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მუმბაის შუქნიშნები სულსწრაფ მძღოლებს დასჯიან

173
906dc444965fd20a00adee7c3e3dc07e22bd83a8

ინდური ქალაქის პოლიციამ სიგნალების მოყვარული მძღოლებისთვის ჭკუის სასწავლებლად საინტერესო ხერხი მოიფიქრა. რამდენიმე გზაჯვარედინზე დამონტაჟდა შუქნიშნები, რომლებიც ხმაურის სენსორებითაა აღჭურვილი. თუკი გადამცემი ზედმეტ ხმაურს დააფიქსირებს, მაშინ წითელი შუქის ხანგრძლივობა გაიზრდება, ანუ მძღოლებს მწვანე შუქის ლოდინი უფრო დიდ ხანს მოუწევთ.

სისტემის მუშაობის სქემა ძალიან მარტივია: თუკი სენსორი 85 დეციბელზე მეტ ხმაურს აფიქსირებს, მაშინ მწვანე შუქამდე ჩართული თაიმერი ხელახლა იწყებს ათვლას. ანუ მძღოლები უაზრო „პიპინისთვის“ სწორედ ასე დაისჯებიან და თუკი არ გაჩუმდებიან, ლოდინის დრო კიდევ უფრო გაიზრდება.

სატესტო შუქნიშნები უკვე რამდენიმე თვეა რაც ჩაირთო და ხელისუფლებას შედეგი ისე მოეწონა რომ უახლოეს მომავალში პერიმეტრის გაზრდას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები