LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მთლად ასეთ შვილზეც არ მიოცნებია, ამის ნახევარსაც დავჯერდებოდი.. საკუთარი ზღაპრები აქვს და ზღაპრის გმირია“ – როგორ უსმენს ოტია იოსელიანის შვილთაშვილი დაჩი ბაბუის მიერ დაწერილ „დაჩის ზღაპრებს“

2390
Untitled design (1)

4 თვის წინ მწერალ ოტია იოსელიანის ოჯახში ახალი სიცოცხლე დაიბადა – დაჩი იოსელიანი, რომელიც ბაბუის ნაწარმოების გმირის სახელს ატარებს „დაჩის ზღაპრებიდან“.

ვიდეო: „სიყვარულია ეს ბიჭი“ – ნუცა ცისკარიშვილი უსაყვარლესი დაჩი იოსელიანის ვიდეოს გვიზიარებს

ახლა პატარა დაჩის, ბაბუის მიერ დაწერილ ყველასათვის საყვარელ საბავშვო ნაწარმოებს მშობლები უკითხავენ.

პატარა დაჩის შესახებ მისი მშობლები – ნუცა ცისკარიშვილი და უმცროსი ოტია იოსელიანი საუბრობენ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.

„სხვა [სახელი] ალბათ წარმოუდგენელი იყო, ვინ შეიძლებოდა დაბადებულიყო, მით უმეტეს, როდესაც ვაჟი გაჩნდებოდა. ვერ ვიტყვით, რომ რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობა უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გახდა.

საყვედური არ გვეთქმის, მაგრამ ვამბობ ხოლმე, მთლად ასეთ შვილზეც არ მიოცნებია, ამის ნახევარსაც დავჯერდებოდი.

გინდა, არ გინდა, მაინც გამორჩეულია, ბოლოს და ბოლოს საკუთარი ზღაპრები აქვს და ზღაპრის გმირია.

[უმცროსი ოტია] ისეთი მამაა, წიგნებში რომ უნდა დაიწეროს ალბათ, ძალიან მეამაყება, ასეთი კაცები ნამდვილად იმსახურებენ, რომ ბევრი შვილი გაუჩინო და მრავალშვილიანი ოჯახის ღირსეული მამაკაცი და წამყვანი ძალა იყოს“, – ამბობს ნუცა ცისკარიშვილი.

პატარა დაჩის შესახებ საუბრობს მისი მამა, ოტია იოსელიანიც:

„ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა, მაგრამ ძალიან საინტერესოა, ჯერჯერობით კიდევ გააზრების მომენტში ვარ, ვეჩვევი ნელ-ნელა“, – ამბობს უმცროსი ოტია იოსელიანი.

 

მწერალ ოტია იოსელიანის ოჯახში კიდევ ერთი პატარა დაჩი იოსელიანი გაჩნდა

?‍??“დაჩის ზღაპრების” ახალი გმირი – მწერალ ოტია იოსელიანის ოჯახში კიდევ ერთი პატარა დაჩი იოსელიანი გაჩნდა

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 07 ნოემბერი, 2023

 

ვიდეო: „უკვე ეტყობა ვისი შთამომავალია“ – როგორ უსმენს პატარა დაჩი „დაჩის ზღაპრებს“ – ნუცა ცისკარიშვილი შვილის უთბილეს კადრებს აზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები