პროდუქტი, რომელიც დროს გაუძლებს და ძალიან ბევრი ავტომობილის „ფლეილისტში“ მოხვდება – ასე აფასებენ „ვისოლ ჯგუფისთვის“ შექმნილ ახალ საიმიჯო სიმღერას, რომელიც ცნობილი ქართული სიმღერის „ზესტაფონოს“- თანამედროვე ვერსიაა. აღნიშნულ მუსიკალურ ნამუშევარზე ვიდეორგოლიც დამზადდა, რომელმაც საზოგადოების დადებითი შეფასებები და გამოხმაურება უკვე დაიმსახურა.
იმის გასაგებად, თუ ვისთან ერთად დაიგეგმა „ვისოლ ჯგუფის“ ახალი კამპანია და რა მიზანს ემსახურება ის -„ფორტუნა“ „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენლებს: თიკა მახარაშვილსა და ხატია ნესოშვილს ესაუბრა.
– ვისთან ერთად იმუშავეთ ვიდეორგოლზე?
თავდაპირველად, გვქონდა ასეთი მოცემულობა: არგვეთაში, რომელიც ზესტაფონს ცოტა რომ დაშორდები მალევეა, გვაქვს „ვისოლ ჯგუფის“ სუპერ თანამედროვე კომპლექსი, სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველა იმ მომსახურებას, რაც დამღლელი უღელტეხილის შემდეგ კომფორტული შესვენებისთვს სჭირდებათ. თუმცა, აღნიშნულ ლოკაციას ხალხი კარგად არ იცნობდა. ამ ობიექტს სიტყვა ნორმალური, კარგი, ან უბრალოდ „არის რა“ არ შეეფერებოდა! ამიტომ თავდიანვე ვიცოდით, რომ რაღაც ძალიან კარგი უნდა გაგვეკთებინა.
ასე მივედით ციფრულ სააგენტო „კრაკენამდე“ და ვთხოვეთ, მოეფიქრებინათ ისეთი კრეატიული იდეა, რომლითაც საზოგადოება არა მარტო შეიტყობდა ამ ადგილის შესახებ, არამედ დაიმეგობრებდა კიდეც ყოველი მგზავრობისას. სწორედ „კრაკენი“ მივიდა მოცემულობის ასეთი გადაწყვეტის ფორმამდე – იდეა ძალიან ბუნებრივად ეხმაურებოდა ამოცანას, ამიტომაც, ჩვენც მაშინვე ავიტაცეთ. იდეას ფრთები ძალიან ბევრმა ადამიანმა შეასხა. ეს იყო გუნდურად მუშაობის ხანგრძლივი პროცესი.
-სად და როგორ მიმდინარეობდა გადაღებები?
გადაღებების უმეტესი ნაწილი, რა თქმა უნდა, არგვეთაში, ჩვენს კომპლექსზე მიმდინარეობდა. როდესაც გადამღებმა ჯგუფმა ობიექტი ნახა და ემოციები გაგვზიარა, პირველი იყო სიტყვები: „ზედმეტად კარგია“, ხოდა წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ზედმეტად კარგი პროდუქტი არ დაგვედო. მთელი ზესტაფონი ავიკელით და გადასაღებად მხოლოდ ორი დღე ავიღეთ, რთული ამოცანა დავისახეთ, მაგრამ ყველამ თავდაუზოგავად იშრომა, რეჟისორმა არც ერთი ლამაზი კადრი არ დათმო და ბოლოს ეს ყველაფირი ულამაზეს კლიპად იქცა. მადლობა Cøllaba-ს და თამის ამისთვის.
-ამ კამპანიის მთავარი მიზანი რა იყო?
კამპანიის მთავარი მიზანი, როგორც გითხარით, იყო ლოკაციის ცნობადობის ამაღლება. თავად კლიპი კი ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ მალევე მოეგო საზოგადოების გული და გაეცნო ხალხისთვის, როგორია სინამდვილეში „ვისოლ ჯგუფის“ კომპლექსი და რომ ჩვენ სულ მზად ვართ, მათი მოგზაურობის თანამგზავრნი ვიყოთ. ვფიქრობთ, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა არა მარტო ემოციური კუთხით, არამედ დაგეგმილი შედეგების კუთხითაც. ჩვენ რომ მოგვწონს ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი, ეს გრძნობა ახალი ალბათ არავისთვის არის, მაგრამ აი ხალხის გამოხმაურებამ მართლა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დადებიდან პირველივე დღეს გვქონდა უკვე ვიდეოზე ის შედეგი, რომელსაც მე-3 -მე-4 დღეს ველოდებოდით, ორმაგად კარგი შედეგები დავდეთ და ამან კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით აგვავსო.
-როგორია საზოგადოების გამოხმაურება?
მოლოდინი იყო, რომ იმდენად აკვიატებადი სიმღერა და კლიპი გაგვეკეთებინა, რომ ობიექტის წარმოჩენასთან ერთად, როგორც კლიპი ისე მიეღო აუდიტორიას. კლიპადაც მიიღეს და სიმღერის ახალი ვერსიაც შეიყვარეს. ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ ეს სიმღერა უკვე მათი ტელეფონების, მანქანებისა თუ Youtube-ის ფლეილისტებშია – რაც ძალიან გვახარებს. აქვე მადლობა Postred-ს „ზესტაფონოს“ ახალი სიცოცხლისთვის.
კამპანია ჯერ არ დასრულებულა, ამ გუნდთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ ამ ყველაფრის სტრატეგიულ გაშლაზე და გპირდებით, ბევრი სიახლით, კარგი კამპანიებითა და ბევრი მოგზაურობით დახუნძლული წელი გვექნება. ახლა კი უკვე შეგვიძლია ყველამ, ზესტაფონს რომ დავშორდებოთ, არგვეთამდე წავიმღეროთ.. ზესტაფონო მშიდობით, გშორდები.
Client: Wissol Group
Co-Brands: Smart, Wissol
Brand Manager: Tika Makharashvili
Digital Marketer: Khatia Nesoshvili
Co-Brands: Dunkin’, Wendy’s
Head Of Marketing Departament: Levan Edisherashvili
Wendy’s Brand Managers: Ana Lomouri
Dunkin’ Brand Manager: Ani Chomakhidze
Digital Marketer: Irina Paichadze
Digital Creative Agency: Kraken
Creative Director: Kotori
Copywriter: Kotori
Digital Team:
Account Director: Veko Tokhadze
Art Director: Ana Mamulashvili
Advertising Planner/Advertiser: Archil Tsimakuridze
Designers: Tatuli Asakashvili, Ani Tsindeliani, Elene Ghughunishvili, Aniki Gelashvili, Luba Oganesian, Ilia Kobakhidze, Taya Buachidze, Sophie Anand
Copywriters: Giorgi Paikridze, Luka Gorgodze
Video Editor: Luka Shvelidze
TikTok Manager: Giorgi Iashvili
Production manager / Executive producer: Tami Morchiladze
Director/DOP: Collaba
Set and costume Designer: Melano Zibzibadze
Make Up artist: Keto Chantadze
Post Production: Collaba
Sound And Music by Postred
Cast And Dance Choreography : Twincity Dance Studio
David Levini, Elene Surmanidze, Barbare Chikovani, Tika Jalaghonia, Iva Machabeli, Elene Beridze, Luka Kankia, Ani Loladze, Luka Fanchulidze
Special Thanks To Cici Bodokia, Tina Makashvili, Gvantsa Chumburidze and Jaga Grip