Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვიდეო: „მთელი ტირაჟი ბუხარში დავწვი… როდესაც ზურას გავყევი ცოლად, ჩემზე სოციალური კვლევები ჩაატარეს ჟურნალისტებმა…“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მთელი ტირაჟი ბუხარში დავწვი… როდესაც ზურას გავყევი ცოლად, ჩემზე სოციალური კვლევები ჩაატარეს ჟურნალისტებმა…“

297
ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია „შუადღესთან“ საუბრისას ზურა ხაჩიძესთან ქორწინებას იხსენებს, რომლის დროსაც მედიაში მათი ურთიერთობის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა.

„როდესაც ზურას გავყევი ცოლად, ჩემზე სოციალური კვლევები ჩაატარეს ჟურნალისტებმა, სხვათა შორის. მაშინ იყო სოციალური ქსელები, მაგრამ ასე არა, როგორც დღეს არის. ჟურნალისტები გავიდნენ ქუჩაში და კვლევა ჩაატარეს, როგორ მოსწონს ხალხს ის ფაქტი, რომ ზურა ხაჩიძემ ცოლად მოიყვანა მასზე უფროსი ხათუნა ჟორდანია. ჩვენ ვიყავით დიდი ბულინგის მსხვერპლი. რა აღარ დაიწერა – რომ ზურამ იმიტომ მომიყვანა და მე ამიტომ გავყევი ცოლად…

რაც შეეხება ჩვენს ქორწილს. ჩვენ დიდი და პომპეზური ქორწილი გვქონდა, რომელზედაც ჩვენი ყველა მეგობარი ჟურნალისტი დავპატიჟეთ და და თან, გავაფრთხილეთ, რომ თუ სურათებს გადაიღებდნენ, ეს არ უნდა ყოფილიყო გასავრცელებლად. ქორწილის მეორე დღეს გამოვდივარ და რომელი ჯიხურისკენაც გავიხედე, ყველგან ჩემი „სიფათი“ იყო… მე და ზურა ვქირაობდით სახლს და გვქონდა ლამაზი ბინა ბუხრით. მთელი ტირაჟი შევიძინე და ბუხარში დავწვი… მე და ზურა ოფიციალურ ქორწინებაში ვართ, თითქმის 20 წელი გახდება… აუცილებლად გადავიხდი კიდევ ქორწილს თეთრ კაბაში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები