LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მთაში დავმწვარვარ.. პაციენტს ისიც უკითხავს, შენ რაღა დაგემართაო“ – გუგა ქაშიბაძე საუბრობს, საჭიროა თუ არა რუჯით D ვიტამინის მიღება

215
Untitled design (2)

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც რუჯით მიღებული D ვიტამინის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, „საქართველო არ არის ისეთ კლიმატურ ზოლში, რომ D ვიტამინის გამო ვინმემ რუჯი მიიღოს“.

„ისეთ კლიმატურ პირობებში ვართ, რომ D ვიტამინს ისედაც ვიღებთ. როდესაც ადამიანებს მზეზე უწევთ ყოფნა, სჯობს ქუდი ჰქონდეთ დაფარებული და დახურული ტანსაცმელი ეცვათ. რჩევა იქნება მაქსიმალურად დავიცვათ ბავშვები და მოხუცები, რადგან მათი კანი არის ძალიან თხელი, ნაზი და არაა აუცილებელი 3 და 4 საათის განმავლობაში მზეზე ყოფნა. ამით შეიძლება სერიოზული დამწვრობა მივიღოთ“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

გია ჯაჯანიძის კითხვაზე, თავადაც ჰქონია თუ არა მზისგან დამწვრობა მიღებული, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კი.

„მთაში დავმწვარვარ.. პაციენტს ისიც უკითხავს, შენ რაღა დაგემართაო. დამცავიც მესვა და სათვალეც მეკეთა, მაგრამ ალპური ზონა იყო..“, – ამბობს გუგა ქაშიბაძე.

 

რუჯით მიღებული D ვიტამინი

?გუგა ქაშიბაძე: საქართველო არ არის ისეთ კლიმატურ ზოლში, რომ D ვიტამინის გამო ვინმემ რუჯი მიიღოს
?რუჯით მიღებული D ვიტამინი – დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე „ჩვენს ოჯახში“
#ჩვენიოჯახი

Posted by ჩვენი ოჯახი on Saturday, 22 July 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები