LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მსოფლიოში ყველაზე გიჟურ ჯიპს დახურულ ავტოსალონზე გამოფენენ

100
maximus-1000h

ამერიკულმა ატელიე Hennessey–მ ყველაზე გიჟური პიკაპის Gladiator–ის საბოლოო გამოსახულება გაავრცელა. მაღალი ხარისხის ყველგანმავალის უკეთ შეთვალიერება ლას–ვეგასის ავტოსალონზე იქნება შესაძლებელი.

ტუნინგ სახელოსნომ „გლადიატორის“ ბაზად ჩვეულებრივი პიკაპი აიღო, თუმცა სტანდარტული 3,6 ლიტრის მოცულობის 289 ცხენის ძალის ბენზინის ძრავის ნაცვლად 6,2 ლიტრის მოცულობის V8 Hellcat-ის აგრეგატი დაუმონტაჟა. მოდერნიზებული სისტემის, ახალი პროგრამული უზრნველყოფის, გაგრილების სისტემის შცვლისა და კიდევ სხვა განახლებების დამსახურებით, ავტომობილის სიძლიერე 1014 ცხენის ძალამდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ინჟინერებმა გააძლიერეს ტრანსმისია, შეცვალეს ქარხნული საბურავები და პიკაპს 100 კმ/სთ–მდე გასახურებლად 4 წამზე ნაკლები დრო სჭირდება.

ვიზუალურად „გლადიატორი“ არასტანდარტული ბამპერით და დამატებითი განათებებით გამოირჩევა.

როგორც ცნობილია, პიკაპი ბაზარზე შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 24 ცალი გამოვა და მისი საწყისი ღირებულება 225 ათასი დოლარი იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები