LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილი დაასახელეს

130
worldbest-cars-news

საავტომობილო სამყაროს მთავარი პრემია World Car of year-2020 დასრულდა და გამარჯვებული კროსოვერი Kia Telluride გახდა. ლიდერთა სიაში მოხვდა ასევე Mazda–ს ორი მოდელი – CX-30 და Mazda3.

Kia–მ და Mazda–მ მეორეხარისხოვან ნომინაციებშიც გაიმარჯვეს. მაგალითად, „ქალაქში გადასაადგილებლად საუკეთესო ავტომობილი“ ელექტრონული Kia Soul გახდა, Mazda3–მა კი პრიზი საუკეთესო დიზაინისთვის აიღო. Porsche Taycan–მა თავის მხრივ გამარჯვება ორ ნომინაციაში შეძლო, მოდელი – „წლის პრემიალური ავტომობილი“ და „წლის სპორტქარიც“ გახდა.

რაც შეეხება მთავარ გამარჯვებულს Kia Telluride–ს, ის ყველა ქვეყანაში არ იყიდება და სადაც იყიდება, დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. დიდი კროსოვერი, რომელიც გაბარიტებით გიგანტურ Mohave–საც ჯობნის, ბაზარზე გასული წლის დასაწყისში გამოჩნდა. მოდელი მოძრაობაში 3,8 ლიტრის მოცულობის ატმოსფერულ „ექვსიანს“ მოყავს და აგრეგატს 295 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ წლის ავტომობილის კონკურსი ნიუ–იორკის ავტოსალონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გეგმები შეიცვალა და დაჯილდოება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები