LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მსოფლიოს ცხრა ადგილი ერთ პარკში – იმოგზაურეთ ბათუმის ბოტანიკურში

258
batumibotanika

მსოფლიოს ცხრა ადგილი ერთ პარკშიიმოგზაურეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში“, – ამ სათაურით ვიდეორგოლს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონი წელს ტურისტული სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება. აქ მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახალი კორონავირუსის გავრცელება.

ამასთან, საერთაშორისო მედია სულ უფრო აქტიურად წერს ბათუმზე და საერთაშორისო დამსვენებლებს ზაფხულის გატარებას სწორედ აჭარის მთავარ ქალაქში ურჩევს.  ერთ-ერთი ასეთი ლატვიური გამოცემა Travelnews-ია, რომელიც სათაურით ,,საკურორტო ქალაქი ბათუმი ამ ზაფხულს ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულებაა’’ – სტატიას აქვეყნებს.

„ქართული საკურორტო ქალაქი ბათუმი იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რომელიც საერთაშორისო საზღვრებს ტურისტებისთვის 2020 წლის 1 ივლისიდან გახსნის. საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ამჟამად აქტიურად მუშაობენ უსაფრთხო ტურიზმის დერეფნის შესაქმნელად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციის შესაბამისად, რითაც თავიდან იქნება აცილებული ვირუსის გავრცელების საფრთხე“ – აღნიშნულია ლატვიურ გამოცემაში.