LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მშვიდობით დაუბანელ რუსეთს, მონების ქვეყანას” – კიევის ბომბსაფარში რუსეთის მოქალაქემ პასპორტი დახია

266
11

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებს სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ.

რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც უკვე 18 დღეა, კიევში, ბომბსაფარში იმყოფება, პროტესტის ნიშნად საკუთარი პასპორტი დახია შემდეგი სიტყვებით: “მშვიდობით დაუბანელო რუსეთო, მონების ქვეყანავ”.

ფაქტის ამსახველი ვიდეო სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გავრცელდა:

“იმ ომის მე-18 დღეა, რომელიც რუსეთმა დაიწყო. მე-18 დღეა მე და ჩემი შვილიშვილი კიევის თავშესაფარში ვიძინებთ და ვათენებთ.

მე თავს უკრაინელად მივიჩნევ. უკვე 30 წელია აქ ვცხოვრობ. იმის თქმის უფლება მაქვს, რომ აქაური ვარ. უკრაინა ჩემი მშობლიური ქვეყანა გახდა და არ ვაპირებ აქედან წასვლას. ერთადერთი, რაც რუსეთთან მაკავშირებს, ეს ფურცელია, დოკუმენტი, რომელიც აღარ მჭირდება. მირჩევნია დავრჩე მოქალაქედ პასპორტის გარეშე. მშვიდობით დაუბანელო რუსეთო, მონების ქვეყანა, ბატონების ქვეყანა”, – განაცხადა მან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები