ტელეკომპანიამ „რუსთავი 2“ და გადაცემამ „ღამის პრაიმ-თაიმი“ მაყურებელს ახალი 2023 წელი საახალწლო გადაცემით მიულოცა.
საახალწლო ეთერში მაყურებელმა მოულოდნელი დუეტები იხილა.
ბრჭყვიალა ტანისამოსში გამოწყობილმა გია სურამელაშვილმა ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილთან ერთად სიმღერა „სახლში წაგიყვან“ შეასრულა.