Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვიდეო: „მომისმინე, შენ გეუბნები.. დაანებე თავი ამფეტამინის და ალფა-პვპ-ს ძებნას, ძალიან ცუდად დაამთავრებ. გაამწარებ შენს თავს, ოჯახს.. შეიძლება ფსიქიატრიულში აღმოჩნდე, ან ზედოზირება მოგივიდეს“ – ზურა სიხარულიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მომისმინე, შენ გეუბნები.. დაანებე თავი ამფეტამინის და ალფა-პვპ-ს ძებნას, ძალიან ცუდად დაამთავრებ. გაამწარებ შენს თავს, ოჯახს.. შეიძლება ფსიქიატრიულში აღმოჩნდე, ან ზედოზირება მოგივიდეს“ – ზურა სიხარულიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

356
Untitled design (3)

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე აქტიურად აქვეყნებს სოციალურ ქსელში პოსტებს ნარკოტიკის უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით და ამჯერად, ვიდეომიმართვითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებს ადამიანებს თავი დაანებონ წამლის მოხმარებას, რადგან ამით საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.

„მომისმინე.. შენ გეუბნები. ახლა ტელეფონი, რომ გაქვს და „სქროლავ“ ბოტებზე, სად დევს „ზაკლადკა“.

დაანებე თავი ამფეტამინის და ალფა-პვპ-ს ძებნას.. კარგისკენ არაფრისკენ არ მიგიყვანს. აუცილებლად ძალიან ცუდად დაამთავრებ.

მითხარი, რატომ აკეთებ ამას? რა შეიცვლება მაგით? ერთი დღე „მოიხოდები“? და რომ „მოიხოდები“ რას იზამ? დადგები ბირჟაზე და მოჰყვები, როგორ „მოიხოდე“ და როგორ აიღე წამალი?

რა შეიცვლება ამით შენს ცხოვრებაში იმის გარდა, რომ გაამწარებ შენს თავს, შენს ოჯახს და ბოლოს რით დამთავრდება? იმით, რომ შეიძლება თავი მოიკლა, შეიძლება ფსიქიატრიულში აღმოჩნდე, ან ზედოზირება მოგივიდეს და დაიღუპო საკუთარი თავი.

გონს მოდი, დაანებე თავი.. უნდა შეცვალო შენი ცხოვრება. დადე ტელეფონი, წაშალე Telegram და დაამთავრე, არაფერი მოგივა.. არ მოკვდები ნამდვილად..“, – აცხადებს ზურა სიხარულიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები