LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მხოლოდ 25 წლის შემდეგ გავბედე მამასთვის მეთქვა, რომ ვიღაც მომწონს” – თათია თექთურმანიძე

370
BeFunky-collage - 2022-11-17T000148.898

ინფლუენსერი თათია თექთურმანიძე გადაცემაში “დღის პოსტი” მშობლებთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

როგორც თათია აღნიშნავს, მამასთვის იმის თქმა, რომ ვიღაც მოსწონდა, მხოლოდ 25 წლის ასაკში გაბედა.

“მამაჩემს ვერ ვეტყოდი, რომ ვინმე მომწონდა. საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და ვიცოდი, რომ არავინ არ უნდა მომწონებოდა. ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვიზრდებოდი. მამაჩემი ტიპური ქართველი მამაკაცია. ვიცოდი, რომ ვინმე თუ მომეწონებოდა აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო.

მხოლოდ 25 წლის შემდეგ გავბედე მამასთვის მეთქვა, რომ ვიღაც მომწონს. დედასთან ყოველთვის გახსნილი ვიყავი და ყველა თემაზე ვესაუბრებოდი. რომ ვხედავ მამას დამოკიდებულებას ოჯახის მიმართ, ჩემთვის მამაკაცის იდეალია, უზომოდ მიყვარს. დაახლოებით მამაჩემისნაირი შეყვარებული მყავს”, – საუბრობს თათია თექთურმანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები