LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,მივდივარ, ვეხუტები, ვკოცნი და მთელი ჩემი ძალით ვცდილობ, რომ დავაწყნარო” – როგორ ამხნევებს დანი დედას

2142
befunky-collage-2024-03-04t230943.514-2024-03-04_23-09-48_104180

გადაცემის „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრები ნანკა კალატოზიშვილი და მისი ვაჟი დანი კეიდია არიან.

დედა-შვილი თავიანთი ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

დანი აღწერს, თუ როგორ და რა სიტყვებით ამხნევებს დედას რთულ მომენტებში.

,,მივდივარ, ვეხუტები, ვკოცნი და მთელი ჩემი ძალით ვცდილობ, რომ დავაწყნარო. ველაპარაკები, რომ ხდება, ყველას ემართება”, – ამბობს დანი.

როგორც ნანკა გვიყვება, შვილთან დღემდე თბილი ურთიერთობა აქვს.

,,მართლა ძალიან მამხნევებს ხოლმე და სულ სხვა შეგრძნებაა. მახსოვს ბავშვობაში პატარა როდესაც იყო და სახლში ვბრუნდებოდი, მზესავით განათებული სახით, რომ მორბოდა. დღემდე ასე ვართ, კოცნის გარეშე არ ვიშლებით”, – აღნიშნავს ნანკა.

ვიდეო: „დედას ჯარიმა მისცეს და ჩემი ფულით გადავუხადე“ – ნანკა კალატოზიშვილის ვაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები