LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მივაწვეთ ბოლომდე, არავის მაჩანჩალა ჩვენ არ ვართ – სააკაშვილმა პალატიდან თეთრი ზეწარი ააფრიალა

124
08186d05-393b-416b-8319-7dff4394cdcb-675

ფრანები და საქართველოს ჰიმნი გორის სამხედრო ჰოსპიტალთან. ასე მიულოცეს ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღე. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები კლინიკასთან გვიან ღამით შეიკრიბნენ.

მხარდამჭერებს გორის ჰოსპიტლიდან მიესალმა თავად მიხეილ სააკაშვილი. მან პალატიდან თეთრი ზეწარი ააფრიალა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

ვიდეო: ჰაერში გაშვებული ფრანები და სააკაშვილის მიმართვა დაბადების დღის მისალოცად მისულ მხარდამჭერებს – როგორ მიულოცეს ექსპრეზიდენტს იუბილე

„მეგობრებო, მთავარია ერთიანობა, შეტევა ბოლომდე, არშეშინება. ნუ გეშინიათ ნურანაირი რეპრესიების. მე არ მეშინია, მე ვიბრძვი ბოლომდე. მე გისურვებთ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს გათავისუფლებას და თითოეულ თქვენგანს ბედნიერებას. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გვიქნან, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, გავათავისუფლოთ დიქტატურისა და უბედურებისგან. აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია ერთობა.

არ ჩამოვყაროთ ხელები, მივაწვეთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად წავალთ ევროპაშიც, როგორც მოწინავე ქვეყანა.

არავის მაჩანჩალა ჩვენ არ ვართ, არავის დასაჩაგრი არაფერი არ გვჭირს. ძირს დიქტატურა, ძირს ძალადობა. ვერანაირი ივანიშვილი, მისი ბანდა ჩვენ ვერ მოგვერევიან, ვიცით, რას ვაკეთებთ, ჩვენ გვიყვარს ქვეყანა, მათ არ უყვართ ქვეყანა. ჩვენ შეგვიძლია, თავი გავწიროთ ქვეყნისთვის, მათ არ შეუძლიათ. მე დავბრუნდი იმისთვის, რომ არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა იყოს არათავისუფალი. ამიტომ ჩემი სიცოცხლე, ჩემი თავგანწირვა, ჩემი არსებობა გეკუთვნით მთლიანად თქვენ, თითოეულ თქვენგანს, ვინც ახლა მოხვედით და ვინც ახლა გვისმენთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“ეს ფოტო კიევში გადავუღე, უხასიათოდ მომეჩვენა და ვუთხარი კიდეც, მგონი დეპრესიაში ხართ-თქო, არ მიპასუხა” – ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მილოცვა სააკაშვილს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები