სოფო ბედია და მიშა მესხი „დღის პოსტთან“ იხსენებენ თავიანთი ქორწილის დღეს:
„9 წელი ხდება იანვარში, რაც დავქორწინდით, 10 წელი გახდა, რაც ერთად ვართ. ოფიციალურ ქორწინების იუბილეს მომავალ წელს აღვნიშნავთ“, ამბობს სოფო ბედია.
მიშა მესხი კი დასძენს, რომ ქორწილის გადახდა აუცილებელია, თუმცა შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ვალი აიღეს:
„არც ჩვენ ვყოფილვართ მილიონერები. ვალით შევეკიდეთ ქორწილს… კარგი მეგობრები გვყავს…“