LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მინდა მივმართო პრეზიდენტს, ყველა ვინც ჩემი შვილის საქმეზე მკვლელობის საკითხში არიან დაჭერილები, გამოუშვან

2529
ზაზა სარალიძე ლ

„მინდა მივმართო პრეზიდენტს, ყველა ვინც ჩემი შვილის საქმეზე მკვლელობის საკითხში დაჭერილები, გამოუშვან“, – ამის შესახებ განცხადება ზაზა სარალიძემ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

მისი განცხადებით, დათუნა სარალიძის ხვალ დადგება ის დღე, რომელმაც მისი ოჯახი თავიდან ბოლომდე გაანადგურა.

„მინდა მივმართო პრეზიდენტს, ყველა ვინც ჩემი შვილის საქმეზე მკვლელობის საკითხში დაჭერილები, გამოუშვან. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა რამდენი წელი ისჯებიან. მისცენ იმის საშუალება, რომ ილაპარაკონ სიმართლე, იარონ ქვეყანაზე, იმათ ისიც ეყოფათ, რაც დააშავეს მთელი ცხოვრების მანძილზე.

ზაზა სარალიძე დღეს ამ ქვეყანაზე დადის მხოლოდ და მხოლოდ იმის გულისთვის, რომ ადამიანებს მოუწოდოს სიკეთისკენ. მე არ მაქვს უფლება ვცდილობდე ადამიანს სიკეთის გზა დავანახო და ჩემი შვილის მკვლელებს ან მკვლელები ვუძახო, ან რაღაცა ან რაღაცა…

ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი… ამ აქციების მანძილზე იცი, როგორ ვგრძნობდი ღმერთის გვერდში დგომას? ძალიან…

არ აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენ ხანს იჯდება ციხეში, მაგრამ ვერ ვაპატიებ იმ მკვლელების, დამნაშავეების თუ, საქმის გამფუჭებლებს, ვინც დღეს მაიძულა, რომ მე აქ ვზივარ.

მე-4 წელია. ხვალ დადგება ის უბედური დღე, რომელმაც გაანადგურა ჩემი ოჯახი თავიდან ბოლომდე“, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

ყველა ბავშვი ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო: მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია – დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს დათუნა: ზაზა სარალიძე

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ – გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია.

აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები