მომღერალი ლელა წურწუმია სიმღერაზე „აღარ მინდა მე შენთან“ კლიპს იღებს.
კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია.
„არასოდეს ჩერდება, არ ნელდება, ყოველთვის აქტუალურია… ვუსურვებდი ამას ახალგაზრდა მომღერლებსაც“. – ამბობს ზაზა ორაშვილი ლელაზე.
სიმღერის ავტორის მაია კაჭკაჭიშვილის აზრით, „თუ მისი, მომღერლის, არანჟირების ავტორის, ტექსტის ავტორის ემოცია დაემთხვა, მაშინ ხდება სიმღერა სახალხო“ .
მაია ამბობს, რომ წონაში მომატებული აქვს და ამ ეტაპზე ასე გრძნობს თავს კომფორტულად.
„მინდა, ხალხს ვუთხრა სანამ კომენტარებში დაწერენ: კი, მომატებული მაქვს წონა, მაპატიეთ, ამ წუთას ასე ვგრძნობ თავს კომფორტულად, თუ მომინდება, მერე ისევ დავიკლებ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ დამიწეროთ, ეს კიდევ გასუქდა“. – ამბობს მაია კაჭკაჭიშვილი.
? „მინდა, ხალხს ვუთხრა სანამ კომენტარებში დაწერენ: კი, მომატებული მაქვს წონა, მაპატიეთ, ამ წუთას ასე ვგრძნობ თავს კომფორტულად“ | მაია კაჭკაჭიშვილი
Posted by მხოლოდ ლელასთან on Monday, September 11, 2023
ვიდეო: „ლელა მიყვარხარ“ – გიორგი თორაძისა და ლელა წურწუმიას მორიგი პერფორმანსი სცენაზე